უზბეკეთმა რუსული ვაქცინა დაამტკიცა

უზბეკეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციისთვის რუსული ვაქცინა Sputnik V დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უზბეკეთი 27-ე ქვეყანა გახდა, რუსეთის გარდა, რომელმაც აღნიშნული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. უზბეკეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ვაქცინის 1 მილიონი დოზის შესყიდვას აპირებენ.

უზბეკეთში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 33.5 მილიონს შეადგენს, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 79 461 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს დღემდე 622 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.