2012 წლამდე ჯამში 68 კმ საერთაშორისო მაგისტრალი იყო შეყვანილი ექსპლუატაციაში, მხოლოდ ერთ წელიწადში 2020 წელს ჩვენ გავაკეთეთ საერთაშორისო მაგისტრალის 70კმ გზა, ეს ერთი შედარება არის საკმაოდ თვალსაჩინო, -ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე წინა მმართველობის დროს, 8 წლის განმავლობაში 20 მილიარდი ლარი იყო გათვალისწინებული, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 20 მილიარდის ინვესტიცია მხოლოდ 4 წლის განმავლობაში განხორციელდა და რეაბილიტირდა 1500 კმ გზა.
„ეს არის რიცხვები, ფაქტები, ჩვენ ყველანი ამ ინფრასტრუქტურით ვსარგებლობთ და რამდენიც არ უნდა ვისაუბრეთ იმაზე, რამდენჯერ უნდა გავხსნათ, ეს არის ერთი გზა , რომელიც არარსებობდა და წელს გაკეთდა“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით 10-ჯერ არის გაზრდილი ასევე წყალმომარაგების სექტორის დაფინანსება და შესაბამისად, პროექტების განხორციელების შედეგად მხოლოდ 1 წლის განმავლობაში 322 ათას ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების გრაფიკი და წყლის ხარისხი.