ოთხი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი სათამაშოები, რომლებიც ექსკლუზიურად პეპელაში შეგიძლიათ შეიძინოთ

სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Mattel-ი, სათამაშოების ასოციაციის 2020 წლის სათამაშოების დაჯილდოების ცერემონიაზე (Toy of the Year Awards) - ოთხი პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა.

ნიუ-იორკში გამართული ყოველწლიური ღონისძიება მიზნად ისახავს გასული წლის ყველაზე გამორჩეული, უნიკალური და კრეატიული სათამაშოების დანერგვას.

Mattel- მა ჯილდო მიიღო შემდეგ კატეგორიებში:

  • ჩვილის სათამაშოები;
  • ავტომობილები;
  • თამაშები;
  • გმირები: მათ შორის, წლის მთავარი პერსონაჟები გახდნენ Barbie, Disney და Pixar Toy Story (ანიმაციური ფილმის - „სათამაშოების ისტორიით“ შექმნილი ფიგურები).

რაც შეეხება ჩვილის კატეგორიას, Fisher-Price Linkimals® Linkimals - ეს არის სათამაშოები, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედება. ამ ხაზის სათამაშოები განსაკუთრებით უწყობს ხელს ბავშვის სწორად განვითარებას.

„ჩვენ ვისწრაფვით, რომ მომავალ თაობას მივცეთ შესაძლებლობა, შეიგრძნონ, თუ რას ნიშნავს ბავშვობის სასწაული და ბოლომდე გახსნან თავიანთი პოტენციალი. ჩვენთვის დიდი პატივია ოთხი ჯილდოს მოპოვება. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ ვქმნით სათამაშოებს, რომლებიც ბავშვებს უყვართ!“ - განაცხადა კომპანია Mattel– ის მთავარმა კომერციულმა წარმომადგენელმა, სტივ ტოტსკემ.

კომპანია 1945 წლიდან არსებობს და სპეციალიზირებულია ხარისხიანი სათამაშოების წარმოებაზე. კომპანია ინოვაციურ პროდუქტებს ქმნის. Mattel-ის პროდუქცია 150-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის საქართველოშიც.

Mattel-ის ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“.

Mattel-ი ამაყობს იმით, რომ ბავშვების საოცარი სამყაროს შესწავლის საიმედო პარტნიორია და პატარებს შესაძლებლობას აძლევს, ბოლომდე წარმოაჩინონ პოტენციალი. „მატელის“ სათამაშოები შთააგონებს ბავშვებს და ხელს უწყობს მათ სწორად განვითარებას.

(R)