2020 წელს საქართველომ კორეაში ექსპორტით 6,259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება იმპორტს, ამავე საანგარიშო პერიოდში 57,995 მლნ დოლარის პროდუქტი შეიძინა.
როგორც ცნობილია, ქართულ პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით კორეის 52 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ინფორმაციით, კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით მიზანშეწონილობის კვლევის პროცესი უკვე დაწყებულია.
მისივე ცნობით, კვლევა 2021 წლის ივლისში დასრულდება. ამასთან, კორეის რესპუბლიკას პროდუქციის 85%-ზე დაწესებული აქვს იმპორტის საკმაოდ მაღალი ტარიფები, ამდენად, ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ კორეაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ კორეადან შემდეგი ტოპ-10 პროდუქტის იმპორტი განახორციელა:
- კოსმეტიკური, მაკიაჟის ან კანის მოვლის საშუალებები - 19,15 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 11,06 მლნ აშშ დოლარი
- დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული რეაგენტები - 10,92 მლნ დოლარი
- ნახშირბადიანი ფოლადისგან დამზადებული ბრტყელი ნაგლინი -7,23 მლნ აშშ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ესკავატორები - 6,76 მლნ აშშ დოლარი
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 3, 94 მლნ დოლარი
- ნავთობი ან ნავთობპოდუქტები - 3,03 მლნ აშშ დოლარი
- ეთილენის პოლიმერები მზა ფორმით - 995,38 ათასი აშშ დოლარი
- პროპილენის ან სხვა ოლეფინების პოლიმერები - 890,92 ათასი აშშ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და ახალი საბურავები - 778,06 ათასი აშშ დოლარი
რაც შეეხება პროდუქტებს, რომელსაც საქართველო კორეაში ყიდის, ჩამონათვალი ასეთია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 2,347 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 822,32 ათასი აშშ დოლარი
- პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 569,08 ათასი აშშ დოლარი
- ნარჩენები და სპილენძის ჯართი - 400,29 ათასი აშშ დოლარი
- ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო მოწყობილობები - 373,24 ათასი აშშ დოლარი
- ხილი და ბოსტნეულის წვენები - 323,29 ათასი აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 300,51 ათასი აშშ დოლარი
- ვულკანიზირებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა - 105, 05 ათასი აშშ დოლარი
- დაუმუშავებელი ტყვია - 92,26 ათასი აშშ დოლარი
- შიგაწვის ძრავებისთვის განკუთვნილი ნაწილები - 68,58 ათასი აშშ დოლარი