„დასანანი, თუმცა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დღეს! არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი იყო მისი და არც ეს იქნებოდა მისი“

„დასანანი, თუმცა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დღეს! არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი იყო მისი და არც ეს იქნებოდა მისი“ - ასე ეხმაურება გიორგი გახარიას გადადგომას „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გიორგი გახარია 2012 წელს გავიცანი, როდესაც ბიზნესომბუდსმენი გახდა, რამდენიმე ჩემ მეგობარს, რომლებსაც ბიზნესში პრობლემები ჰქონდათ, დაეხმარა, თუმცა ოპოზიციური პარტიის მომხრეები იყვნენ, სულ ამბობდა არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ მრწამსს, თუ სიმართლე ადამიანის მხარეს არის, ის არ უნდა დაიჩაგროსო. მაშინ მივხვდი რამდენად სწორი ღირებულების მატარებელი იყო. წლებია მასთან ვმეგობრობ და ვთვლი, რომ იშვიათად ყოლია ამ ქვეყანას მისნაირი ღირსეული ადამიანი. დასანანი, თუმცა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დღეს! არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი იყო მისი და არც ეს იქნებოდა მისი,“ - წერს ზამბახიძე.

თაია არდოტელი