„ბიზნესს ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაციის პრობლემა ისედაც ჰქონდა, გახარიას გადაწყვეტილება კი, კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს“ , - ასე აფასებს ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე გიორგი გახარიას გადადგომას.
როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ეკონომიკა პანდემიის გამო ისედაც კრიზისშია და ყოველდღიურად 16 მლნ ლარს კარგავს, ბიზნესისთვის ყოველი დღე გადამწყვეტია. ასეთ დროს კი, პრემიერის წასვლა, ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„ზოგადად, პრემიერის გადადგომა, არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ასეთ სიტუაციაში ყოველთვის ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ პროცესებზე. იმიტომ, რომ გამოწვევები კოვიდის გარდა არის პოლიტიკურიც და მათ შორის, ეკონომიკური ღრმა კრიზისია. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი ძვრები, ნეგატივის მომტანია ქვეყნისთვის.
ბიზნესში გაუკვევლობის განცა ბოლო 9 თვის განმავალობაში (შეიძლება, ერთი წლის განმავლობაშიც, რაც კოვიდთან ერთად თანაცხვრება გვიწევს) ისედაც არის. ბიზნესს ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაციის პრობლემა ისედაც ჰქონდა, პრემიერის გადაწყვეტილება კი, კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. სანამ ახალი მთავრობა იქნება არჩეული, მერე სანამ ბიზნესთან კომუნიკაცია აღდგება... ეს მაშინ, როდესაც ჩვენთვის ნებისმიერი დღე პრობლემატურია, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ყოველ დღე 16 მილიონს კარგავს. ახლა ეს პროცესი დროში კიდევ გაიწელება და ყველაფერს უფრო დაამძიმებს“,- განაცხადა კახა ხაზარძემ.