1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3021 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3021 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3044 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9837 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9871 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 შეადგინა.