პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.