,,იყო დადებითი კომუნიკაციის კუთხით, მაგრამ რამდენად დროული და საჭირო გადაწყვეტილებები იყო მიღებული, აქ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ ,,ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განუცხადა.
ივა ჭყონიას თქმით, ბიზნესთან ურთიერთობაში გახარიას წარსული ბიზნეს ომბუდსმენობის და თავად ბიზნესში ყოფნის გამოცდილება ეხმარებოდა.
,,გახარიას ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება იყო საკმაოდ დადებითი. იცოდა, როგორი დამოკიდებულება და მიდგომა უნდა ჰქონოდა ბიზნესთან. ამაში ალბათ ეხმარებოდა ბიზნეს ომბუდსმენობის გამოცდილება და ის, რომ თავადაც ბიზნესით იყო დაკავებული წლების წინ. ეს უმარტივებდა ალბათ ჩვენთან საუბარს. მოქნილი კომუნიკაციისას - ასე შემიძლია შევაფასო. უბრალოდ იყო თემები, რასაც პოლიტიკური ნება სჭირდებოდა და გადაწყვეტილებები არ მოდიოდა სრულყოფაში ან იწელებოდა დროში.
პირველი პანდემიის დროს პროცესები სწორად იმართა და მოწინავეები ვიყავით მსოფლიოში, მაგრამ შემდეგ მეორე ტალღა ყველაზე მძიმე იყო ჩვენთვის. ამიტომ სწორ კრიზის მენეჯმენტზეც ვერ ვისაუბრებთ. ეკონომიკური კუთხით კი, საუკეთესო მეტრი ლარია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად უფასურდება. რომ შევაჯამო, იყო დადებითი კომუნიკაციის კუთხით, მაგრამ რამდენად დროული და საჭირო გადაწყვეტილებები იყო მიღებული, აქ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს“- ამბობს ივა ჭყონია.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ დღეს მიიღო. გახარია, 2013-2016 წლებში იყო ბიზნესომბუდსმენი. შემდეგ კი იკავებდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და შსს მინისტრის პოსტებს. 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე კი იყო პრემიერი.