"ქვეყნის შიგნით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს"

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებაზე განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს და აცხადებს, რომ იმედი აქვს, ამით ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვას შეუწყობს ხელს.

„მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს. ამიტომ, მე განვაცხადე გადადგომის შესახებ, იმ იმედით, რომ შევამცირებ პოლარიზაციას და მოვახდენ სიტუაციის დეესკალაციას,“ - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.