ამერიკის შეერთებული შტატები COVAX-ის პროგრამის დაფინანსებას 2 მილიარდით გაზრდის, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„მთელ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების გაგრძელებასა და ახალი ვარიანტების წარმოშობასთან ერთად, ნათელია, რომ უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ვაქცინაციის რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება. ხვალ „დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე პრეზიდენტი განაცხადებს, რომ ის აპირებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წარადგენს კონკრეტული ნაბიჯები, რომლის მიზანი მსოფლიოს მოწყვლადი მოსახლეობის დაცვით ამერიკელების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაა. კოვიდ 19-მა აჩვენა, რომ პანდემიის წინააღმდეგ მარტო მოქმედება არცერთ ქვეყანას შეუძლია“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შეერთებული შტატები COVAX– ის პროგრამისთვის 2021-2022 წლებში დამატებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.
„აშშ-ის მთავრობის დამატებითი, 2 მილიარდი ოდენობის დახმარება, რომელიც დაემატება თავდაპირველ 2 მილიარდ დოლარს, გამოიყოფა, რადგან ჩვენ სხვა დონორებთან ერთად ვმუშაობთ აღებული ვალდებულებების კიდევ უფრო გასავითარებლად. მიზანი ნათელია: დაუცველი მოსახლეობის ვაქცინაცია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.