საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 406 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 192 ტესტი ჩატარდა.