კომპანიამ Apple დაიწყო თანამშრომლების მოძიება, რომლებიც იმუშავებენ მეექვსე თაობის ქსელის შესაქმნელად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს და თან მოჰყავს კომპანიის ვაკანსიის განაცხადი „5G/6G უსადენო ქსელის ინჟინერ-მკვლევარის პოსტზე“.
Apple-ის მომავალ თანამშრომლებს სთავაზობენ „გამოიკვლიონ და შეიმუშავონ ახალი თაობის უსადენო ქსელი“, ასევე „მონაწილეობა მიიღონ აკადემიურ ფორუმებში, რომლებიც ეხება 6G ტექნოლოგიებს“. როგორც სააგენტო წერს, ჯგუფი დაიწყებს ახალ ქსელზე მუშაობას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
Bloomberg-ის სპეციალისტების პროგნოზით, 6G უსადენო ქსელის ჩაშვება 2030 წლისთვის მოხდება.