ამერიკელმა ქალმა შვილიშვილებს უჩივლა და 19 მილიონი დოლარი მიიღო

93 წლის ამერიკელმა ბევერლი შეტნესტონმა, ფლორიდის შტატიდან 19 მილიონი დოლარის მიღება შეძლო სასამართლო სარჩელის შედეგად, რომელშიც საკუთარ შვილიშვილებს მისი კაპიტალის არაკეთილსინდისიერად მოპყრობის გამო უჩივლა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, ევან და ავი შოტენსტინები, რომლებიც მუშაობენ ბანკში JPMorgan Chase ფინანსური მრჩეველების პოზიციებზე, ბებიის ინფორმირების გარეშე ახორციელებდნენ სარისკო ინვესტიციებს, ახორციელებდნენ მსხვილი საკომისიოების შეძენის ოპერაციებს და იყენებდნენ ბებიის საკრედიტო ბარათს საკუთარი ხედვებიდან გამომდინარე.

ბევერლი შოტენსტინის ადვოკატებმა სარჩელი შეიტანეს შვილიშვილების წინააღმდეგ და მათგან 69 მილიონი დოლარის ანაზღაურება მოითხოვეს. რამდენიმეთვიანი გარჩევების შემდეგ სასამართლომ ევანი და ავი დამნაშავედ ცნო ნათესავის ნდობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით და მათ 19 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

სასამრთლო გარჩევის დასრულების შემდეგ ბანკმა ევანი და ავი სამსახურიდან დაითხოვა.

კოკა კვირკველია