პროდუქტები, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველო თურქეთს შორის საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 114.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 5,4%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7,9%-ით გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში:

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ფეროშენადნობები - 4,269 მლნ აშშ დოლარი
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 3,306 მლნ აშშ დოლარი
  • შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 2,387 მლნ აშშ დოლარი
  • მამაკაცის ან ბიჭის ტრიკოტაჟის ნაქსოვი კოსტუმები და კომპლექტები - 2,263 მლნ აშშ დოლარი
  • ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები - 1,467 მლნ აშშ დოლარი

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • სატვირთო ავტომობილები – 7,077 მლნ აშშ დოლარი
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 6,488 მლნ აშშ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 4 072 მლნ აშშ დოლარი
  • შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 3, 125 მლნ აშშ დოლარი
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 3, 122 მლნ აშშ დოლარი

ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან.

საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).

ნინი ქეთელაური