ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 ახალი (ლურჯი) მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
მარშრუტები, რა მიმართულებებითაც ორშაბათიდან, ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებს ასე გამოიყურება:
- მიკროავტობუსი N437: სამღერეთის ქ. (ხერთვისის გადაკვეთაზე) - ცოტნე დადიანის ქ. - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N37.
- მიკროავტობუსი N479: ბეღლეთისა და მიხეილ მრევლიშვილის ქუჩების გადაკვეთა - ვაჟა ჩაჩავას ქ. (მ/ს "ისანი").
- მიკროავტობუსი N496: გლდანის VIII მ/რ (#34 კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს " ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N96.
- მიკროავტობუსი N414: რკინიგზის გადასასვლელი ხიდი - ოთარ ღუდუშაურის ქ . - ძმობის II ქუჩა. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N14.
- მიკროავტობუსი N436: ჯავის ქ. (#75-ის მიმდებარედ) - თამარ მეფის გამზირი - სადგურის მოედანი. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N36.
- მიკროავტობუსი N448: გომარეთის ქ. (ბახმაროს ქუჩის გადაკვეთა) -ნიკოლოზ ხუდადოვის ქ. - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი.
- მიკროავტობუსი N504: თიანეთის ქ. (#65-ის მიმდებარედ) - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. #137 (აბასთუმნის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N204.
- მიკროავტობუსი N576: ნიაბის ქ. - მ/ს ,,ავლაბარი". ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N76.
- მიკროავტობუსი N583: საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზას" მიმდებარე ტერიტორია - მ/ს ,,ვარკეთილი" (საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N83.
- მიკროავტობუსი N425: მ/ს " ახმეტელის თეატრი" - ომარ ხიზანიშვილის ქ. (გადასვლა გლდანის მე-3მ/რაიონი, კორპუსი #68"ბ"-ს მოპირდაპირედ) - მ/ს " ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N225.
- მიკროავტობუსი N429: მ/ს "ახმეტელის თეატრი" - მუხიანის IV ბ მ/რ კორპუსი #42-ის მიმდებარედ. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N29.
- მიკროავტობუსი N444: მუხიანის III მ/რ (#5"ა" კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს "ახმეტელის თეატრი". ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N144.
- მიკროავტობუსი N445: მუხიანის I მ/რ (#16 კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს ,, ახმეტელის თეატრი" (ალეკო გობრონიძისა და ილია ვეკუას ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N45.
- მიკროავტობუსი N453: ზღვის უბნის IV მ/რ, კორპუსი #4-ის მიმდებარედ - მ/ს ,, ახმეტელის თეატრი" (ა. გობრონიძისა და თ. შეშელიძის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N153.
- მიკროავტობუსი N480: მ/ს "ახმეტელის თეატრი"(მიმდებარედ) - ხოჭოს ტბის ქ. (ნასერალის ქედის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N180.
- მიკროავტობუსი N486: მ/ს "ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ) - ი. ვეკუას ქ. - მ/ს "ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ)(წრიული).ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N86.
- მიკროავტობუსი N508: მ/ს ,, ახმეტელის თეატრი" - ავშნის ქ. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N8.
- მიკროავტობუსი N509: სამხედრო დასახლება (მუხიანი, #202 კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს " ახმეტელის თეატრი" (ალეკო გობრონიძისა და ილია ვეკუას ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N9.
- მიკროავტობუსი N510: გლდანის V მ/რ (#7,8"ა",6 კორპუსების გავლით) - ანაპის 414-ე დივიზიის ქ. - მ/ს "სარაჯიშვილი" (მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N210.
- მიკროავტობუსი N511: ნიკო კეცხოველის ქ. (გლდანის III"ა" მ/რ, #19 კორპუსის მიმდებარედ) - მ/ს " ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N211.
- მიკროავტობუსი N413: მ/ს "ვარკეთილი" - ნიკოლოზ ლანდიას ქ. (ვარკეთილის II მ/რ, კორპუსი #14-ის პირდაპირ, მოედანი). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსებს N1 და N3.
- მიკროავტობუსი N420: რომანოზ ხომლელის ქ. - ჯავახეთის ქ. (ხომლელის ქუჩის გადაკვეთა)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N20.
- მიკროავტობუსი N423: მ/ს "ვარკეთილი" (რ. ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთა) - საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. - რ. ხომლელის ქ. - მ/ს "ვარკეთილი" (რ. ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთა)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N223.
- მიკროავტობუსი N424: მ/ს "ვარკეთილი" - ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ. -მ/ს "ვარკეთილი" (მიმდებარედ)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N24.
- მიკროავტობუსი N524: მ/ს "ვარკეთილი" (ჯავახეთისა და რ. ხომლელის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ) - სავაჭრო ცენტრი ,,ისთ ფოინთი"-ს მიმდებარე ტერიტორია. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N224.
- მიკროავტობუსი N582: მ/ს "ვარკეთილი" (რომანოზ ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების გადაკვეთა) - ლილოს დასახლება (IV კვ, #3 კორპუსის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N82.