რა ღირს კომერციული ფართების ქირაობა თბილისის სავაჭრო ქუჩებზე

2020 წელს 169 მოიჯარემ დატოვა თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები და გამოთავისუფლებული ობიექტების ჯამურმა ფართმა 11,385 კვ.მ შეადგინა.

ამის შესახებ, Colliers International Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ კომერციული ბაზრის 2020 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, პანდემიის პერიოდში რეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა 36%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

კვლევის თანახმად, აღნიშნულმა მაჩვენებელმა დრამატული, 50%-იანი კლება განიცადა აღმაშენებლის გამზირზე, კვ.მ-ზე 25.8 აშშ დოლარიდან 12.8 აშშ დოლარამდე. მნიშვნელოვანი, 40%-იანი კლება დაფიქსირდა რუსთაველის გამზირზე და საშუალო შეწონილი იჯარა კვ.მ-ზე 19.6 აშშ დოლარს შეადგენდა. საშუალო შეწონილი იჯარა 38%-ით შემცირდა პეკინზე, მაშინ როცა აღნიშნულმა მაჩვენებელმა მხოლოდ 3%-ით დაიკლო ჭავჭავაძის გამზირზე.

თაია არდოტელი