"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ის გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.