პიანისტი მეუღლე, 8 შვილი და ოჯახის ამერიკული ცხოვრება - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც თავდაცვის მინისტრად წარადგინეს

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მოქ­მე­დი მო­ად­გილ­ე ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე წა­რად­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას მოქ­მე­დი მო­ად­გი­ლე, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და­ი­კა­ვებს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. მას აქვს ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა, იგი არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რი და მე მჯე­რა, რომ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი" - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წარ­დგე­ნი­სას.

43 წლის მი­ნისტრს მე­უღ­ლე და 8 შვი­ლი ჰყავს. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო ფა­კულ­ტე­ტი, ასე­ვე გავ­ლი­ლი აქვს ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სე­ბი ქა­ლაქ ოქსფორ­დის (Swan) სკო­ლა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას:

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე ფლობს ბი­ნას, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 300 000 ლა­რია. 3 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, მე­უღ­ლის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ნინო მხე­ი­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 3 სახ­ლი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ბა­გე­ბის სა­ტყეო უბან­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­მი­ვეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჯამ­ში 465 000 ლა­რია.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰი­უნ­დაი ტუქ­სო­ში, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 25000 ლა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­სავ­ლებს, მი­ნისტრს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში უფიქ­სირ­დე­ბა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოსტზე 2019 წელს 54 000 ლარი მი­ი­ღო, ხოლო შემ­დეგ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტზე ყოფ­ნი­სას 22 500 ლარი.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მე­უღ­ლე ნინო მხე­ი­ძე პრო­ფე­სი­ით პი­ა­ნის­ტია. ის 15 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­და. რო­გორც ამ­ბობს, შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში დედა ეხ­მა­რე­ბო­და. ნინო მხე­ი­ძე მა­შინ სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და. იხილეთ სრულად