საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა.