სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, გზებთან ერთად, ეს არის წყალმომარაგება, წყალარინება, სისტემები, რომელიც ასევე საბაზისოა საციცოცხლო და უმნიშვნელოვანესი და 2020 წელი აქაც ძალიან შედეგიანი იყო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ 2019-2020 წლებში 500 მილიონი ლარის მობილიზებისა და ინვესტირების შედეგად წყლის სისტემები გაუუმჯობესდა 360 ათას ბენეფიციარს და განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქუთაისში, ჭიათურასა და ზუგდიდში, პირველად ამ ქალაქების ისტორიაში, 24 საათიანი წყალმომარაგება ხორციელდება.
ირაკლი ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკვე 2021 წელს, წყალმომარაგების, წყალარინების სისტემებში 349 მლნ ლარის ინვესტირების შედეგად 150 დასახლებულ პუნქტში 220 ათასი ადამიანს პირველად ექნება ცენტრალიზებული წყალმომარაგება.
„რა თქმა უნდა, კიდევ მრავალ სხვა პროექტზე, როგორც გზების, ასევე წყალმომარაგების მიმართულებით, გავლენა იქონია პანდემიურმა გამოწვევებმა, რომელიც ფინანსური სახსრების ხელმისაწვომობასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა.