იმედი მაქვს, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში გარკვეულ დაჩქარებულ გეგმებს შევთავაზებთ ბიზნესს“,- ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ნინო წილოსანმა ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ისაუბრა. როგორც ნინო წილოსანი აცხადებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მინისტრი, ნათია თურნავა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს.
„ვფიქრობ, რომ მე და ნათია თურნავას რეგულაციების შემსუბუქების საკითხზე ერთნაირი მიდგომა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში ჩვენ გარკვეულ დაჩქარებულ გეგმებს შევთავაზებთ ბიზნესს, იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების პირობებზე და საქმიანობაზე ამ რეგულაციებს პირდაპირი გავლენა აქვს. საინტერესოა თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც შაბათ-კვირის შეზღუდვების მიმართ. კაფეები და რესტორნებისთვის, რომლებიც ღია სივრცეს ამუშავებენ, მაშინ როდესაც კვირის ორი მნიშვნელოვანი დღე აკლდებათ, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის დიდი დანაკლისია. ასევე ზამთრის კურორტებზე სასტუმროების და საბაგიროების გახსნის კუთხითაც საინტერესოა, როგორი იქნება თქვენი ხედვა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.