ისნისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 45 ოჯახს სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

ისნისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 45 ოჯახს სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, მერია მაქსიმალურად დაუდგება გვერდით იმ ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ.

„კიდევ 45 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები, ეს არის ძალიან მაგარი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ეს წინასარჩევნო დაპირება იყო და ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ, მე პირადად, ძალიან მიხარია და მოხარული ვარ, ამდენი ოჯახი რომ გავაბედნიერეთ. მინდა მივმართო იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, ცხოვრობენ გარკვეულ საცხოვრებელ ფართებში და წლებია, ვერ ახერხებენ დაკანონებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას და ზედმიწევნით აგიხსნიან, თუ რა დოკუმენტაცია არის საჭირო, რომ შემდეგში მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც თქვენ იმყოფებით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა, მხარდაჭერა იქნება, რომ იმ ყველაფრის დაკანონება მოხდეს, სადაც თქვენ წლებია ცხოვრობთ“, - განაცხადა კალაძემ.