კომპანია Apple ამუშავებს ახალი თაობის უსადენო მაგნიტურ დამტენს სმარტფონებისთვის. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, Apple-ის სპეციალისტები მუშაობენ ამ სიახლეზე უკვე წელიწადია და მის წარდგენას ფართო პუბლიკისთვის, ახალი iPhone 12-ების ხაზის ოქტომბრის პრეზენტაციიდან რამდენიმე თვეში გეგმავდნენ.
უსადენო აკუმულატორი იქნება თავსებადი მოწყობილობასთან MagSafe, რომელიც განკუთვნილია სწრაფი დატენვისთვის. მისი კორპუსი თეთრი ფერის იქნება. როგორც Bloomberg-ი წერს, ახალი ტექნოლოგია განსხვავდება Apple-ის კარგად ნაცნობი პროდუქციისგან Smart Battery Case. თუმცა, მეტი დეტალის შესახებ ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
დიდი ალბათობით სიახლის პრემიერას თებერვლის ბოლოს ან მარტში უნდა ველოდოთ.