ილონ მასკმა Tesla-ს ინვესტირებას ბიტკოინში უგუნურება უწოდა

ბიზნესმენმა ილონ მასკმა უგუნურება უწოდა მისი კომპანიის Tesla-ს მხრიდან კრიპტოვალუტა ბიტკოინში ინვესტირებას. ამის შესახებ, მან ხუთშაბათს Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ვიტყვი, რომ მე არ ვარ ინვესტორი, მე ვარ ინჟინერი. მე არ მაქვს საჯარო ვაჭრობაში მყოფი აქციებიც კი, გარდა Tesla-ს აქციების. თუმცა, როცა ქაღალდის ვალუტას აქვს რეალური მოგების უარყოფითობა, მხოლოდ სულელი არ დაიწყებს კიდევ სხვა რაიმეს ძებნას. ბიტკოინი - თითქმის ისეთივე უაზრობაა როგორც რეალური ფული. აქ საკვანძო სიტყვა არის „თითქმის,“ - განაცხადა მასკმა.

მისივე თქმით, Tesla-ს ქმედებები პირდაპირ არ ასახავს მის აზრს.“ცოტა ბიტკოინის ქონა უბრალოდ ნაკლებად სულელური ფორმაა ლიკვიდურობის, ვიდრე ნაღდი ფულის. ეს უგუნურებაა S&P 500-ში მყოფი კომპანიისთვის,“ - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს Tesla-ამ განაცხადა, რომ 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ბიტკოინში. კომპანიამ ასევე გვამცნო, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში მიიღოს ბიტკოინი როგორც გადახდის საშუალება საკუთარი პროდუქციის გაყიდვისას. ამ ფონზე ამ კრიპტოვალუტის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეისთვის თითქმის 53 ათას დოლარად ივაჭრება.

კოკა კვირკველია