ამერიკული გაზეთის Los Angeles Times-ს მფლობელი შესაძლოა, შეიცვალოს.
გამოცემა რომელიც აშშ-ის წამყვანი გამოცემების რიცხვშია, ეკუთვნის მილიარდერ პატრიკ სინსიანს. როგორც გაზეთი The Wall Street Journa-ი წერს, ბიზნესმენი განიხილავს გაზეთის გაყიდვას. სახელდება მყიდველიც, ეს შესაძლოა იყოს ნიუ-იორკული საინვესტიციო კომპანია Alden Global Capital-ი.
სინსიანმა გაზეთები Los Angeles Times-ი და San Diego Union-Tribune 2018 წელს შეიძინა კომპანიისგან Tronc, რომელსაც ახლა ეწოდება Tribune Publishing-ი. შეთანხმების შესაბამისად მყიდველმა გაზეთებში 500 მილიონი დოლარი გადაიხადა და ამავდროულად აიღო 90 მილიონი დოლარის ოდენობის საპენსიო ვალდებულება გაზეთის თანამშრომლებისადმი.
The Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, მილიარდერმა დაითვალა და მიხვდა რომ Los Angeles Times-ის ფლობა საკმაო ზარალის მომტანია. ის უკმაყოფილოა იმით, რომ გაზეთის ინტერნეტ-აუდიტორია ძალიან ნელა იზრდება. გარდა ამისა, სინსიანი ამ დროისთვის დაკავებულია სხვა მიმართულებით, ის ცდილობს შეიმუშავოს კორონავირუსის საწინააღდმეგო საკუთარი ვაქცინა. Forbes-ის შეფასებით, ბიზნესმენის ქონება ამ დროისთვის 8,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
Los Angeles Times-ი, 1881 წელს დაფუძნდა, ის ბოლო წლებში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს აწყდება. გამოცემის ვებგვერდზე წერია, რომ მის საიტს ყოველთვიურად 30 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს.