საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქებს ლიმაჟისა და ტულუზას შორის ულამაზესი კურორტი კორეზი მდებარეობს.
კორეზში არაერთი ციხესიმაგრე, კოშკი თუ სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობა მდებაროებს. რეგიონში დიდი ქალაქები თითქმის არ არის.
კორეზი ბუნების ლამაზი პეიზაჟებითა და მწვანე მდელოებითაა ცნობილი.
რეგიონის დასახლებულ პუნქტებში ხშირად შეხვდებით ხის სახლებსა და კოტეჯებს, რომლებსაც პანდემიამდე ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობდა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში კორეზის მოსახლეობა შემცირდა და რეგიონმა მნიშვნელობა შედარებით შემცირდა. პანდემიის გამო სტუმრების რაოდენობა კიდევ უფრო იშვიათი გახდა და რეგიონის ტურისტული ობიექტები შემოსავლის გარეშე დარჩა.
ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, კორეზიში გადაწყვიტეს კურორტისთვის უჩვეულო რეკლამა გაეკეთებინათ და ტურისტები მოეზიდათ.
მათ რეგიონის ოფიციალურ Facebook გვერდზე განათავსეს გაცხადება, რომლის მიხედვითაც მსურველებს კორეზიში 3 დღის განმავლობაში დასვენებას სრულიად უფასოდ სთავაზობდნენ, რა დროსაც შერჩეულ კანდიდატებს მხარის მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს დაათვალიერებდნენ. სტუმრების განთავსება, ტრანპორტირება და კვება კი სრულიად უფასო იქნებოდა.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ძალიან მალე პროექტში მონაწილეობის სურვილი 1 500-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, რასაც არავინ მოელოდა. საბოლოოდ 15 ოჯახი შეირჩა.
უჩვეულო რეკლამამ ბოლო დღეების განმავლობაში კურორტის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. ადგილობრივი ბინზესის მფლობელებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში მათ უამრავი ადგილობრივი ეწვევათ, პანდემიის დასრულების შემდეგ კი საერთაშორისო სტუმრების მიღებას განაგრძობენ - წერს „ევრონიუსი“.