საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 435 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 653 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 956 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 258 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 355-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.5%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 637-მდე.