Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 88 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 202.3 მილიონამდე ადამიანი აიცრა.
ყველაზე მეტი - 61.2 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ევროკავშირში საერთო ჯამში ვაქცინაცია 26.2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაცია 4.9 წელი დასჭირდება.
ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 7.1 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 78 ვაქცინირებულს ნიშნავს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოშიც მიმდინარეობს.