დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მოქალაქეებისთვის 3 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდას, იმ შემთვევაში, თუ ისინი უარს იტყვიან ძველ ავტომობილებზე. აქვეა პირობაც - აღნიშნული თანხის დახარჯვა მათ კვალვ ტრანსპორტში შეეძლებათ.
აღნიშნული პროგრამა მოწოდებულია ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ, ასევე მოსახლეობის ავტომობილებზე დამოკიდებულების შემცირებისკენ. პროგრამა ამ გაზაფხულს ქოვენთრიში ამოქმედდება და ის შეეხება 2016 წელს ქვემოთ გამოშვებული დიზელის და ბენიზნის ძრავიანი ავტომობილების მფლობელებს.
ხელისუფელბა ამ ტიპის ავტომობილებზე უარის მთქმელ პირებს 3 ათას გირვანქას გადაუხდის, თუმცა იმ პირობით, რომ ისინი მას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ე.წ. ქარშეარინგზე ან ტაქსზე დახარჯავენ. მათ ასევე შეუძლიათ თანხა გამოიყენონ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების შესაძენად.
დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ბრიტანელებმა საკუთარ ავტომობილებზე 574 მილიარდი კმ მანძილი გაიარეს, რაც 11%-ით მეტია 5 წლის წინანდელ მონაცემებზე.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთში 10 წლით გადმოიწია შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვის თარიღი. ქვეყანაში მათი გაყიდვები 2030 წლიდან სრულად აიკრძალება. მცხოვრებლებს უკვე ნაყიდი შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ტარების უფლება ექნებათ, თუმცა 20 წელიწადში ისიც ტოტალურად აიკრძალება.
ავტორი: autobild.ge