კონკურეცია Amazon- თან: ვინ არის და რას გეგმავს Instacart-ის დამფუძნებელი ახალგაზრდა მილიარდერი

პანდემიამ ახალი დაწყებული ბიზნესი, სურსათის მიწოდების სერვისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და სწრაფად მზარდ ბიზნესად აქცია, რომელსაც ახალგაზრდა აპურვა მეტა ხელმძღვანელობს. ახლა 34 წლის მილიარდერმა უნდა დაამარცხოს ჯეფ ბეზოსი, პარალელურად კი თავიდან აიცილოს ახალი კონკურენტების, უკმაყოფილო მუშებისა და შეშფოთებული პარტნიორების ზვავი - წერს Forbes-ი.

Amazon- ის ყოფილი თანამშრომლის, აპურვა მეტასთვის, რომელმაც სურსათის მიწოდების აპლიკაცია Instacart– ი დააფუძნა, ბოლო ათი თვე ნამდვილი გამოცდა იყო. გაზაფხულზე, COVID-19 პანდემიის ფონზე, მისმა კომპანიამ ზრდა დაიწყო. თუმცა, წარმატებასთა ერთად, ახალგაზრდა მილიარდერს უამრავი “პრობლემა“ დაატყდა თავს. აღშფოთებული მყიდველები, ინვენტარის სიმცირე და უზარმაზარი მოთხოვნის დაკმაყოფილების გამოწვევა. ამ ყველაფერს მეტა არ ელოდა.

სურსათის მიწოდების პროგრამის შემქმნელი მილიარდერი ხდება

როგორც აღმოჩნდა, მარტში დაწყებული პრობლემები მხოლოდ დასაწყისი იყო. Instacart, რომელმაც მუშაობა აშშ -იც დაიწყო, ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ბოლო ათი თვის განმავლობაში, კონკურეტებმა მასზე დიდი ზეწოლა განახორციელეს. კომპანია - 18 მილიარდ დოლარად შეფასდა. გარდა ამისა, სტარტაპმა უნდა გაამართლოს ინვესტორთა იმედები იმის დასამტკიცებლად, რომ ამაზონთა კონკურენცია შეუძლია.

თავშეკავებული მეტა, რომელიც ახლა საეჭვო მდგომარეობაში იმყოფება, ნებისმიერი დაჩქარებული გადაწყვეტილების მიღებას ჭკვიანურად ერიდება. “მე გრძელვადიან თამაშს ვთამაშობ. საკვები არის ყველაზე დიდი საცალო კატეგორია მსოფლიოში, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის გადასული ონლაინ სივრცეში. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ სამომავლო პერსპექტივებით.“ - აცხადებს ახალგაზრდა მილიარდერი.

არის მოლოდინი, რომ მომავალში სუპერმარკეტები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ციფრულ კომპანიებად იქცევიან, რომლებიც ყიდიან, ავრცელებენ და აფასებენ პროდუქტებს. მომხმარებლებისთვის, ვინც შეუკვეთავს 35 დოლარის ან მეტი ღირებულების პროდუქტს, Instacart გადაზიდვის საფასურს 9 აშშ დოლარამდე დააკისრებს, ან $ 99 წლიური აბონემენტის საშუალებით უფასოს გახდის. სასურსათო მაღაზიები კი ამისთვის 10% -ზე მეტს იხდიან. რაც მართლაც დიდი თანხაა. მეტა ამბობს, რომ მაღალი გადასახადი საჭიროა Instacart- ის ასობით ინჟინრის, დიზაინერისა და ტექნიკოსის ხარჯების დასაფარად, რომლებიც ფიზიკური გარიგების მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადასატანად მუშაობენ. კომპანიას ამ დროისთვის გაფორმებული აქვს კონტრაქტები 600 საცალო სავაჭრო ობიექტთან, მათ შორის Costco, Wegmans და Eataly.

გზა წარმატებისკენ

„ჩვენ გასულ წელთან შედარებით 300% -ზე მეტი ზრდა გვაქვს“- ამბობს მეტა.

ამაში დიდი როლი კორონავირუსმა ითამაშა. პანდემიის გამოცხადებიდან პირველი ორი თვის განმავლობაში, Instacart– მა უფრო მეტი სასურსათო პროდუქტის მიტანა გაახორციელა, ვიდრე Walmart-მა. Instacart მხოლოდ Amazon- ს ჩამორჩებოდა. ქსელის რაოდენობა, რომლითაც მეტა ახლა მუშაობს, 60% -ით გაიზარდა. აშშ-სა და კანადაში 500 000 კურიერი აწვდის საქონელს 45000-ზე მეტი მაღაზიიდან. კომპანიის შემოსავალმა 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Forbes– ის ინფორმაციით, 2020 წლის შუა რიცხვებში Instacart– ს თითოეულ შეკვეთაზე 20 აშშ დოლარზე მეტი მოგება რჩებოდა.

რა თქმა უნდა, მოგების მიღება უფრო ადვილია, თუ კვების ბიზნესისთვის საჭირო უზარმაზარი მიწები საზრუნავი არაა. Instacart– ს არ აქვს საწყობები, მაღაზიები, საყინულეები, სატვირთო მანქანები - პრაქტიკულად არ აქვს მატერიალური აქტივები. მათ საკუთრებაში არის ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც აკონტროლებს როგორ მუშაობს აპი და ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მას. ყველა ამ არსებულ (და ძვირად ღირებულ) ფიზიკურ ინფრასტრუქტურას იხდიან სუპერმარკეტები. Instacart– ის მიწოდებაში კურიერები საათობრივად მუშაობენ. ტრანსპორტირებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ისინი საკუთარ თავზე იღებენ. ამ სქემის საშუალებით, მეტამ შეძლო მიეღო 2.5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება რვა წლის განმავლობაში. მეტა ფლობს ფირმის დაახლოებით 10% -ს, რაც მას მილიარდერს ხდის.

ეს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. Amazon-ს, რომელმაც სამი წლის წინ Instacart– ის ყველაზე ღირებული პარტნიორი “მოიპარა“, ახლა საკვები დააქვს 18 ქალაქში. გასულ ივლისს, Uber– მა $ 2.7 მილიარდი დახარჯა რესტორნების საკვების მიმწოდებელი კომპანიის Postmates– ის შესაძენად. Postmates-მა, რომელიც დეკემბრის IPO– ს შემდეგ 61 მილიარდ დოლარად შეფასდა, Walmart– იდან პროდუქციის გადაზიდვა 2018 წელს დაიწყო და ახლა აქტიურად უწევს კონკურენციას Instacart– ს. ამ ვითარებაში მეტასთვის უფრო რთულია უპირატესობის შენარჩუნება და იგი იძულებულია გაორმაგებული ძალისხმევით მართოს სასურსათო მაღაზიების ვებსაიტები და ამ ონლაინ ბიზნესში საკვების რეკლამირებაც ჩართოს.

არადა, მეტამ სფეროში მოღვაწეობა ისეთ პირობებში დაიწყო, რომ ახლა გასაკვირია მისი გავლენა კონკურენტების მიმართ. 1986 წელს, როდესაც მეტე 20 დღის იყო, Instacart– ის დამფუძნებლის მშობლები ინდოეთიდან ლიბიაში გადავიდნენ. ლიბიაში, მუამარ კადაფის დროს, მეტას მამა ელექტროგადამცემი ხაზის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. მხოლოდ 2000 წელს, როდესაც ოჯახი კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, 14 წლის მეტამ პირველად დაინახა დასავლეთის სუპერმარკეტი. ერთხელ ონტარიოში, ერთ-ერთ მათგანში გაოცებული დარჩა. "ამდენი კიტ-კატ არასოდეს მინახავს", - იხსენებს მეტა და თავს აქნევს. – “ეს უდიდესი კულტურული შოკი იყო. ვიცრუებ, თუ ვიტყვი, რომ Instacart- ის შექმნა არ იყო ამ გამოცდილების პირდაპირი შედეგი ”.

20 სტარტაპი Instacart- მდე

ვატერლოოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ოთხი თვე გაატარა კომპანია BlackBerry- ში. 2008 წელს მეტამ მუშაობა Amazon- ში, მიწოდების ჯაჭვის ინჟინრად დაიწყო. მაგრამ მეტა ყოველთვის ოცნებობდა საკუთარი კომპანიის შექმნაზე და საღამოებს ბიზნეს ლიტერატურის კითხვას და იდეების ძიებას უთმობდა. 2010 წელს იგი Amazon- დან და სან-ფრანცისკოში გადავიდა, რადგან წარმატებული მეწარმე გახდა. შემდეგ იყო მანიაკალური აკვიატება: მეტამ ორი წლის განმავლობაში 20 სტარტაპი წამოიწყო, მაგრამ არც ერთმა არ გაამართლა.

ერთ დღეს, მან სან - ფრანცისკოში, თავის სახლში გახსნა მაცივარი და მიხვდა, რომ ცხელი სოუსის ბოთლის გარდა, აღარაფერი იყო. შემდეგ დაფიქრდა Instacart– ის იდეაზე. რამდენიმე თვის შემდეგ შექმნა აპლიკაციის პროტოტიპი.

პირველი წარმატება მაშნი იგრძნო, როდესაც 2012 წელს Y Combinator- ში მიღების შემდეგ, 150,000 დოლარი მოაგროვა. ბიზნეს აჩქარების კურსზე (Y Combinator– ში) მეტამ გაიცნო ორი მეწარმე, რომლებიც მოგვიანებით Instacart– ის თანადამფუძნებელი გახდნენ. კომპანიაში ორივე დღესაც მუშაობს და თითოეული მათგანი წილის 5% -ზე ნაკლებს ფლობს. ბრენდონ ლეონარდო ხელმძღვანელობს ინჟინრების გუნდს, ხოლო მაქს მულენი მონაწილეობს თანამშრომლების მხარდაჭერასა და კომპანიის კულტურის განვითარებაში.

2014 წელს მისი სიმტკიცის წყალობით Whole Foods– თა გარიგება შედგა. იგი მალე Instacart– ის მსხვილი პარტნიორი გახდა. სამი წლის შემდეგ, მეტა კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც Amazon- მა განაცხადა, რომ ყიდულობს ქსელს და ამთავრებს ურთიერთობას Instacart- თან.

”Instacart Whole Foods გარეშე ჰგავს Pizza Hut პიცის გარეშე. ეს ამდენად მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს კომპანია ვერ გახდა ჩემთვის ოცდამეერთე სტარტაპი. დანებებას ნამდვილად არ ვაპირებდი ”- ამბობს მეტა.

ბიზნესმენს კარგი ამბები ელოდა: Whole Foods შეთანხმდა, რომ პარტნიორობა ორ წელიწადში დასრულდება. მეტამ ეს დრო გამოიყენა პარტნიორების მოსაძებნად. როდესაც Whole Foods– თან პარტნიორობა დასრულდა, მან დადო ხელშეკრულებები კროგერთან, კოსტკოსთან, ალბერტსონთან, ვეგმანთან და პაბლიქსთან.

სკანდალები და ბრძოლა ნდობისთვის

პანდემიის დაწყებისთანავე, გაზაფხულზე, თანამშრომლები გაიფიცნენ და მოითხოვეს მეტი დამცავი მოწყობილობა ვირუსთა საბრძოლველად. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ პანდემიის პირობებშ მუშაობა საშიში იყო და ანაზღაურება უნდა მომატებოდათ. Instacart- მა დამცავი ნაკრებების დარიგება 2020 წლის აპრილში დაიწყო, ივნისში კი დათმობებზე წავიდა: გააგრძელა ანაზღაურებადი შვებულება და რისკის ქვეშ მყოფი მუშები უფასო ტელემედიცინის მომსახურებით უზრუნველყო.

პანდემიის დაწყებამდე, ილინოისის ქალაქ კროგერის მაღაზიაში მომუშავე Instacart– ის ათი კურიერი აშშ – ს ერთ – ერთ უდიდეს პროფკავშირს შეუერთდა. იანვარში Instacart– მა გამოაცხადა, რომ მარტისთვის, კომპანიის დაახლოებით 10 000 კურიერიდან, 2,000-ს სამსახურიდან გაათავისუფლებენ, რაც პროფკავშირმა გააპროტესტა. მეორე სკანდალი ეხება Cornershop– ს, ახალ სტარტაპს, რომელშიც Uber– მა 2019 წელს 459 მილიონ დოლარად შეიძინა. Instacart ირწმუნება, რომ კომპანიამ მოიპარა საავტორო უფლებებით დაცული მისი ათასობით ფოტო. Cornershop კი აცხადებს, რომ მან გამოიყენა მესამე მხარე და განზრახ არ დაარღვია საავტორო უფლებები. უახლოეს მომავალში კონფლიქტს საჯარო სასამართლო განიხილავს.

კონკურენტული უპირატესობა

”მთავარი მიზეზი, თუ რატომ თანამშრომლობენ ჩვენთან მსხვილი საცალო მოვაჭრეები და არა ამაზონთან, არის ის, რომ ამაზონი მათ ცუდად ექცევა“ - ამბობს მეტა.

მეტას ინფორმაციით, Instacart– ს კონკურენტებზე უკეთ ესმის უკიდურესად რთული ინდუსტრიის დეტალები. 175-ზე მეტი საცალო ობიექტი, მათ შორის Wegmans, Food Lion, Costco Canada და The Fresh Market, უხდიან Instacart- ს საიტების შენარჩუნებისთვის.

მეტა ქმნის სარეკლამო პლატფორმას, რომელიც, მისი თქმით, კონკურენციას Facebook-საც კი გაუწევს. პროექტის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, რომელიც მან თავის ყოფილ ფინანსურ დირექტორთან რავი გუფტასთან ერთად მიიღო.

2020 წლის ბოლოს Instacart- ის მომხმარებლები უფრო მეტ რეკლამას აწკაპუნებენ, ვიდრე 2019 წლის განმავლობაში. ახლა მან უნდა დაარწმუნოს სასურსათო მაღაზიები, რომ მისი რეკლამა არ არის მათი მოგების წართმევის კიდევ ერთი გზა.

მიუხედავად ყველაფრისა, მეტა არსებულ სირთულეებს მიღმა გაჰყურებს და ახალ მიზნებს ისახავს. ”მე თითქმის ყოველდღე ვურეკავ საცალო ქსელების აღმასრულებელ დირექტორებს”. კომპანიის ტრაექტორია არასდროს იქნება იგივე”- აცხადებს ახალგაზრდა მილიარდერი.