“გაერთიანებული ავიახაზები“ „ბოინგ 777“-ის ტიპის 24 თვითმფრინავის ფრენებს დროებით აჩერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკულმა ავიაკომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორი დღის წინ დენვერიდან ჰავაის შტატ ჰონოლულუში მიმავალი „ბოინგ 777“-ის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და ეკიპაჟი იძულებული გახდა თვითმფრინავი დენვერის აეროპორტში დაებრუნებინა.
ინციდენტის დროს ბორტზე 231 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.
ამ შემთხვევის შემდეგ იაპონიამ ყველა ავიაკომპანიას, რომლებიც იყენებენ ბოინგ 777-ის იგივე, Pratt & Whitney 4000-ის ტიპის ძრავით, სთხოვა, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
„ბოინგმა“ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს იაპონიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციას იძლევა, შეაჩერონ აღნიშნული ძრავის მქონე „ბოინგ 777“-ის ტიპის თვითმფრინავების მუშაობა, ვიდრე "ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია" და "ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნული საბჭო" ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას არ დაასრულებენ.
მწარმოებლის თქმით, ამ ძრავით მსოფლიოში ამჟამად 69 „ბოინგ 777“ მუშაობს.