რაზე უჩიოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოქალაქეები 2020 წელს

2020 წელს მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 926 საჩივარი დაფიქსირდა, რაც 120 საჩივრით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

პანდემიამდე მისო-ების მიმართ სებ-ში 1 046 საჩივარი დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს პრეტენზიების სამეულში შედიან:

  • სამომხმარებლო სესხები - 671 განაცხადი
  • მომენტალური განვადება - 84 განაცხადი
  • იპოთეკური სესხები – 52 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2020 წელს შესული საჩივრებიდან 390 ჯარიმებსა და ვადაგადაციელულ საკომისიოებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 307 განაცხადი; 87 განაცხადით სამეულში მოხვდა საპროცენტო შენატანებთან დაკავშირებული პრეტენზიები.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 926 საჩივრიდან 450 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. საფუძვლიანად - 420 განაცხადი; 12 განაცხადის განხილვა ისევ მიმდინარეობს; 44-ის შემთხვევაში კი, განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

ნინი ქეთელაური