Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3050 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3041 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3069 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0149 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.