ბიო პროდუქცია, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, უმაღლესი ხარისხი და გამორჩეული გემო - ეს „ნენაა“, კომპანია, რომელიც კომპოტის, მურაბის, ჯემის, საწებლის ნაირსახეობებს აწარმოებს.
„ნენას“ პროდუქციას შორის განსაკუთრებული ადგილი ნამდვილი ქართული წარმოშობის ნატურალურ თაფლს უჭირავს, რომელმაც ბიო სერტიფიკატის მოპოვებით კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წარმოების ტექნოლოგიითა და ხარისხით ევროსტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
ქართულ ბაზარზე „ნენა“ 2015 წელს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 2014 წელს KTW ჯგუფმა ახალი მიმართულებით ინვესტიცია განახორციელა და სახელმწიფოს მხარდაჭერით 2 ხილის გადამამუშავებელი საწარმო ქარხანა ააშენა.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში - ქედასა და ჩოხატაურში ორმა ქარხანამ ადგილობრივი პროდუქციის ჩაბარების რეალური შესაძლებლობა შექმნა, რითაც მცირე მეწარმეებისათვის მათ მიერ წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის მიმღები ხელმისაწვდომი და სანდო პარტნიორი გააჩინა. ქარხნების დაარსებიდან დღემდე „ნენა“ ასტიმულირებს ადგილობრივ მეწარმეებს და მოსახლეობისგან პროდუქციის ჩაბარებით ხელს უწყობს მათი საქმიანობის წახალისებას.
„ვფიქრობ, უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანით „ნენამ“ ის შეუქცევადი გზა გახსნა, რომელსაც ქვეყნისთვის სამომავლოდ არაერთი სიკეთის მოტანა შეუძლია. დროსთან ერთად იზრდება ჩვენი საექსპორტო ბაზარი და, შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა. გარდა ამისა, KTW ჯგუფს „ნენას“ პროდუქციის წარმოებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში, რაც, თავის მხრივ, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება“ - რუსლან მაქაცარია, კომპანია „ნენას“ დირექტორი.
კომპანიამ თავდაპირველად საქმიანობა ხილის გადამუშავებით დაიწყო და ხილისა და ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე სტანდარტები დაამკვიდრა. „ნენა“ 10 დასახელების პროდუქციას აერთიანებს. მათ შორისაა: კომპოტის 13 , მურაბის 12, თაფლის 8, მარინადის 7, ჯემის 9, ნექტრის 2, საწებლის 7, აჯიკის 2, ბოსტნეულის სალათის 7 და კლასიკური შავი ჩაის სახეობები. კომპანიის ბიო პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000-ის შესაბამისად იწარმოება და არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს, გმო-ს და ქიმიურ დანამატებს, რომლებიც აკრძალულია საქართველოსა და ევროკავშირში.
ევროპული სტანდარტებით დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე თითქმის ყველა მსხვილ სუპერმარკეტში, ასევე საშუალო და მცირე ზომის მარკეტებშია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ექსპორტს, ნენას პროდუქცია გადის აშშ-ს, კანადის, ევროკავშირისა და ისრაელის ბაზრებზე. ამ ეტაპზე სწორედ საექსპორტო ბაზრის გაფართოვება წარმოადგენს კომპანიის ძირითად მიზანს.
10 დასახელების პროდუქცია, 7 საერთაშორისო ბაზარი, 21%-იანი ექსპორტის წილი (2020 წ.) - ეს კომპანიის 7 წლის მუშაობის შედეგია. „ნენა“ ქართული, ხარისხზე ორიენტირებული, მზარდი და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც დიდი მიზნები და ამ მიზნებისკენ მიმავალი ამბიციური გეგმები აქვს.
(R)