სპილენძის ფასი თითქმის 10-წლიან მაქსიმუმზეა

ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე სპილენძის ფასი ზრდას განაგრძობს. მიმდინარე ვაჭრობისას მისი ფასი 3,49%-ით 9,294 დოლარამდე გაიზარდა.

ბოლოს სპილენძი 9 ათას დოლარად 2011 წლის სექტემბერში ივაჭრებოდა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, სპილენძზე ფასის ზრდა მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია და ის ზრდას 2030 წლამდე განაგრძობს.

სპილენძის ფასის ზრდა ხდება ვაქცინაციის შესახებ დამაიმედებელი ინფორმაციების გავრცელების ფონზე, რაც თავისთავად მოასწავებს ეკონომიკის აღდგენას, შარშანდელი ვარდნის შემდეგ. ხოლო ბოლო წლების გაძვირების რეკორდის მოხსნას ხელი შეუწყო ჩინეთში საახალწლო არდადაგების დასრულებამ - როგორც ცნობილია, ჩინეთი სპილენძის უმსხვილესი მომხმარებელია მსოფლიოში.

ამასთანავე, გაძვირდა ალუმინიც, რომლის ღირებულება 1,06%-ით არის გაზრდილი 2 137 დოლარამდე, ხოლო თუთიის 1,4%-ით 2 855 დოლარი ტონაზე.

კოკა კვირკველია