„რკინიგზაში არის ძალიან დიდი პოტენციალი და ამის ათვისება შესაძლებელია მხოლოდ მისი ნაწილობრივი ან სრული პრივატიზაციით“,- ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
აღნიშულით ის, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე 50-მდე სახელმწიფო ობიექტის პრივატიზაცია იგეგმება.
„საქართველო მაინც ცნობილია ტურისტული სექტორითა და ინფრასტრუქტურით. ამიტომ, ბიზნესისთვის ტურიზმთან დაკავშირებული ობიექტები უფრო საინტერესო იქნება. ამასთანავე, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ლოჯისტიკასთან და ტრანსპორტთან დაკავშირებულ ობიექტებზე. შესაბამისად, პრივატიზაციის კუთხით საქართველოს ეკონომიკის განვითრების ყველაზე დიდი ბერკეტი არის მსხვილი სახელმწიფო კომპანიები. საუბარია რკინიგზაზე, სადაც არის ძალიან დიდი პოტენციალი და ამის ათვისება შესაძებელია მხოლოდ მისი ნაწილობრივი ან სრული პრივატიზაციით“, - განაცხადა ქობულიამ.