საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ გერმანიაში სამუშაო ვიზით სეზონურ სამუშაოებზე დასაქმდნენ. რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა პირველ 24 საათში 53 000-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, სადაც გერმანიაში ჩასული მიგრანტების სამუშაო პირობებზეა ინფორმაცია მოცემული. პოსტის ავტორი, საქართველოში მცხოვრები გერმანელი არქიტექტორი იორგ შულცე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ის ოთახი ჩანს, სადაც დასაქმებულებს უწევთ ცხოვრება.
"მხოლოდ 24 საათში 53 000-ზე მეტი ქართველი დარეგისტრირდა გერმანიის მინდვრებში სამუშაოდ. მათ იციან რა პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები? იციან, რომ თვეში 300 ევროს იხდიან, თან ოთახში კი არა, მხოლოდ საწოლში. ეს თანხა კი იჭრება ხელფასიდან დაუყოვნებლივ. პოლონელი ბიჭები იქ აღარ ჩადიან, რადგანაც მათ იციან რეალური პირობების შესახებ“, - ნათქვამია პოსტში. განაგრძეთ წაკითხვა