"ვმუშაობთ კანონზე, რომელიც ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს"

ვმუშაობთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ მედიკამენტების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოში უზრუნველყოფს ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას და ამ კუთხით ბაზრის მდგრადობას.

რაც შეეხება მედიკამენტების ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ამასთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არის ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის გაძლიერება, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. სწორედ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად და დროულად ესაჭიროება მედიკამენტები, ამ ეტაპისთვის, პროგრამაში ხარვეზები არ არის, თუმცა, ვმუშაობთ როგორც გაფართოების, ასევე პროგრამის ხელმისაწვდომობის მეტად ეფექტურობაზე.

შემდეგი კომპონენტი, რაც არის ბაზარზე მედიკამენტების ფასების რეგულაციის კომპონენტი, კანონთან ერთად, ასევე ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით, ჩვენ ვგეგმავთ ევროპაში არსებული კანონების ფორმატში უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას“,-აცხადებს ტიკარაძე.