იან კელი ნიკა მელიას დაკავებაზე - ძალიან სევდიანი დღე

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას და განვითარებულ მოვლენებს "ტვიტერზე" ეხმაურება.

"ძალიან სევდიანი დღე", - წერს იან კელი.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.