ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე - შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ეს დემოკრატიისთვის კრიტიკული მომენტია

ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მას აქვს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მას აქვს. ეს საქართველოში დემოკრატიისთვის კრიტიკული მომენტია,“- წერს მარკო მიჰკელსონი.