ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი - ვამაყობ თქვენით!

ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი. და ბოლოს, გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქის საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ კონსტიტიციულრ ფარგლებში, ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გომელაურს და პოლიციას, ვამაყობ თქვენით!“ - განაცხდა ღარიბაშვილმა.