2025 წლამდე მობილური კავშირის ოპერატორები მთელი მსოფლიოდან დარგის განვითარებისთვის 1,1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ამის შესახებ GSMA ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა მატს გრანრიდმა მსოფლიო მობილურ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც შანხაიში გაიხსნა.
მისი თქმით, ინვესტიციების 80% მოვა 5G ქსელის სტანდარტის განვითარებაზე. გრანრიდის განცხადებით, უკვე 2021 წლისთვის 5G ქსელით დაიფარება დედამიწის 1/5. ამ დროისთვის კი, როგორც მან დააზუსტა, მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილია 5G ქსელზე მომუშავე 200 სხვადასხვა მობილური მოწყობილობა.
მან ყურადღება გაამახვილა ჩინეთში ამ ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარებაზე და აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ჩინეთში მობილური ქსელის ნახევარში 5G ქსელი იქნება დანერგილი.
მსოფლიო მობილური კონგრესი 25 თებერვლამდე გასტანს და მასში მონაწილეობას 200-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.