ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ძლიერად იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას,“- წერს აპატურაი.