აშშ-ში ტრამპის ერთ-ერთი პირველი კაზინო ააფეთქეს: შენობის ისტორია და გაკოტრების საქმე

17 თებერვალს, ნიუ-ჯერსის შტატ ატლანტიკ სიტიში, Trump Plaza-ს 39- სართულიანი შენობა ააფეთქეს. შენობა აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი კაზინო იყო, სადაც განთავსებული იყო სასტუმროც - წერს Forbes-ი.

შენობის დანგრევის სანახავად ქალაქის მრავალი მცხოვრებელი მივიდა. ტრამპ პლაზა 9:08 საათისთვის განადგურდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით არქიტექტორ მარტინ შტერნ უმცროსის მიერ შექმნილი ნაგებობა 1984 წლის მაისში გაიხსნა და 2014 წლის სექტემბრამდე მუშაობდა. ტრამპ პლაზა იყო პირველი კაზინო “ატლანტიკ სითიში“ და ასევე პირველი შეობა, რომელიც გაკოტრდა. 2016 წელს შენობის მფლობელი გახდა მილიარდერი ინვესტორი კარლ იკანი.

trump1-1614074718.jpg

39-სართულიანი მუქი ამრეკლავი მინებით გაწყობილი, ღია ნაცრისფერი ბეტონის მონოქრომული შენობა, თავის დროზე ყველაზე მაღალი იყო ქალაქში. ხოლო 5574 კვ.მეტრზე გაშენებული კაზინო, ყველაზე დიდი ატლანტიკ სითიში. Trump Plaza მასპინძლობდა ღონისძიებებს, მათ შორის ტრამპის საყვარელ ლამაზ კონკურსებსა და კრივის მატჩებს. 1988 წლის 27 ივნისს, მაიკ ტაისონსა და მაიკლ სპინქსს შორის ბრძოლა სწორედ ტრამპ პლაზას MGM გრანდ არენაზე გაიმართა. მაშინ ტაისონმა მოიგო. 1988 და 1989 წლებში ტრამპ პლაზამ ასევე უმასპინძლა WrestleMania IV- სა და WrestleMania V- ს. 1985 წლიდან 1998 წლამდე სასტუმროში ჩატარდა 19 პროფესიონალური კრივის ღონისძიება.

იმ დროს ატლანტიკ სითი იყო ერთადერთი ქალაქი, აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში, სადაც აზარტული თამაშები ლეგალური იყო. Trump Plaza-ს ჰქონდა 39 სართული, 614 ოთახი, შვიდი რესტორანი და ერთ-ერთი უდიდესი კაზინო.

2006 წლიდან კაზინოს Atlantic City შემოსავლები 5.6 მილიარდიდან 2.86 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 2014 წლის იანვრის შემდეგ, ქალაქში 11 კაზინოდან ოთხი დაიხურა, მათ განაცხადეს, რომ გაკოტრდნენ. მეზობელ ქალაქებში სათამაშოების ახალი დაწესებულებების გახსნისთანავე, ატლანტიკ სიტის კაზინოებში ნაკლები ხალხი მიდიოდა.

ტრამპ პლაზა 2021 წლის 17 თებერვალს დაანგრიეს. აფეთქების სანახავად, 2 კილომეტრის მოშორებით მდებარე ყოფილ აეროდრომზე ყოფნისთვის რამდენიმე ასეულმა ადამიანმა 10 დოლარი გადაიხადა. აფეთქების ნარჩენების გაწმენდა 10 ივნისამდე მოხდება. კაზინო-სასტუმრო კომპლექსის დამატებითი ნაწილებს, ადმინისტრაციული და კომუნალური შენობის ჩათვლით, უახლოეს მომავალში მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაანგრევენ.

თეონა რამაზაშვილი