იანვარში თბილისში ბინების გაყიდვები 14%-ით შემცირდა

იანვარი უძრავი ქონების რეალიზაცია შემცირდა.

უძრავი ქონების სერვისების და ინვესტიციების მართვის კომპანიის „კოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის იანვარში თბილისში ბინების გაყიდვები 14%-ით, ხოლო ბათუმში 29%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს თბილისში ბინების 1 943 ტრანზაქცია დაფიქსირდა, ხოლო ბათუმში 499 ტრანზაქცია.

როგორ „კოლიერსის„ პროგნოზიდან ირკვევა, მიმდინარე წელს ნაგატიური მოლოდინები კვლავ შენარჩუნდება, რის გამოც მოსალოდნელია, რომ შემცირდება როგორც მედიუმ, ისე ეკონომ და პრემიუმ კლასის ბინების ფასები და ტრანზაქციები.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პანდემიის პირობებში ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძეbinebi.jpg