ლუკ კოფი - საქართველოში ძალიან სერიოზული ვითარებაა - მხოლოდ პუტინი იგებს

მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა შეამციროს პოლიტიკური დაძაბულობა. ამის ნაცვლად მან მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი განახორციელა და მისი ლიდერი დააკავა, - ამის შესახებ Heritage Foundation-ის ელისონის საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია. მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, შეამციროს პოლიტიკური დაძაბულობა. ამის ნაცვლად მან მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი განახორციელა და მისი ლიდერი დააკავა. ეს შეუფერებელი მოქმედებაა. მარტო პუტინი იგებს. საჭიროა დამშვიდება. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს!” – წერს ამერიკელი მკვლევარი.