1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3169 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3169 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3084 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0294 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0138 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 შეადგინა.