2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით შემცირდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა 2021 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 4.6%-ით შემცირდება.

საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი რამდენიმე დაშვებას ემყარება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში ტურიზმი 85%-ით შემცირდება, რაც ეკონომიკის შემცირებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. გარდა ამისა, შემცირდება ინვესტიციების მოცულობაც. ამასთან, პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ შემცირდება საქოლის როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მოცულობა. როგორც საბიუჯეტო ოფისში აცხადებენ, ექსპორტის შემცირება უფრო მეტი იქნება, ვიდრე იმპორტის.

ერთადერთი, რაც მიმდინარე წლის სამ თვეში გაიზრდება, ეს მოხმარებაა. საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, კერძო მოხმარება განსაკუთრებით სასურსათო პროდუქციაზე გაიზრდება.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე