ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ გერმანიაში

2020 წელს საქართველომ გერმანიაში ექსპორტით 61, 759 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, გერმანიისგან 405, 625 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რასაც საქართველო ყიდის და ყიდულობს გერმანიაში.

ტოპ-10 საექპორტო პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • თხილი და სხვა კაკალი - 26,601 მლნ აშშ დოლარი
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 4,233 მლნ აშშ დოლარი
  • შერეული საქონელი - 4, 029 მლნ აშშ დოლარი
  • ხის ნაწარმი და სხვა - 3,582 მლნ აშშ დოლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2,953 მლნ აშშ დოლარი
  • დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო/ ან ფხვნილის სახით - 2, 673 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2,571 მლნ აშშ დოლარი
  • მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 1,332 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 1, 316 მლნ აშშ დოლარი
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი / გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულის ფხვნილი - 1,122 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება ტოპ-10 პროდუქტს, რომელსაც საქართველო გერმანიაში ყიდულობს, ჩამონათვალი ასეთია:

  • მსუბუქი ავტომობილები - 58, 459 მლნ აშშ დოლარი
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 41,798 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 22, 214 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 13, 168 მლნ აშშ დოლარი
  • მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 8, 653 მლნ აშ დოლარი
  • დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული რეაგენტები - 7,61 მლნ აშშ დოლარი
  • შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 6, 048 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები- 5, 456 მმლნ აშშ დოლარი
  • მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები -5,425 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 4,632 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური